(არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო...)
Jump to navigation
Jump to search
არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო,
არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე.
მიზეზის სხვისა და სხვისა გამო, გთხოვ, არ იფიქრო მხოლოდ ღელვაზე...
არ დაგავიწყდეს პალმა, ლიანა, გეტყვი, თუნდ გული ჩემი დამიწდეს.
არ დაგავიწყდეს ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი რომ გადაგავიწყღეს.