(ამნაირ ბედზე ვნაღვლობ...)
Jump to navigation
Jump to search
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ ავტორი: ტერენტი გრანელი |
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,
ბედმა მიწაზე დამტოვა.
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო
და სული მუდამ მარტოა.
ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია.
მეგობარია ჩემი
ეს ნიკო მაკალათია.
შენი ხმა ისევ მესმის,
გარშემო უფრო ნისლია
ჩემი ყოველი ლექსი
მხოლოდ გული და სისხლია..