შორს მიდიოდა ღრუბელი ლეგა
Jump to navigation
Jump to search
შორს მიდიოდა ღრუბელი ლეგა ავტორი: ტერენტი გრანელი |
შორს მიდიოდა ღრუბელი ლეგა
და იდგა ღამე ლურჯი წყალივით.
და იყო წუთი, როდესაც ყველგან
დაქროდა ფიქრი ქარიშხალივით.
და როცა იდგა მაისის ათი,
მიხმობდა ბაღი სიმშვიდისათვის
და გადიოდა ყრუ ორშაბათის
მოსალოდნელი სამი საათი.