შენ ტირილს ისმენ
Jump to navigation
Jump to search
შენ ტირილს ისმენ ავტორი: ტერენტი გრანელი |
შენ ტირილს ისმენ,
(დღენი სულ ივლიან).
გაფრენა ისევ
შენი სურვილია.
მიდის დღე სრული,
აქეთ ყრუ მხარეა.
და შენი სული
ახლაც მწუხარეა.
შენ მიწა დაგმე
გიზიდავს ზეცა.
და შენი ”საქმე
ისევ აიწეწა.