უზომოდ მთვრალი
Jump to navigation
Jump to search
უზომოდ მთვრალი ავტორი: ტერენტი გრანელი |
უზომოდ მთვრალი
მივდივარ მარტო.
ვის მიაქვს თვალი, -
ვდარდობ და ვდარდობ.
უზომოდ მთვრალი
მივდივარ ერთი.
ვის მიაქვს თვალი,-
სად არის ღმერთი.
უზომოდ მთვრალი
მივდივარ კენტი.
ვის მიაქვს თვალი,-
მივდივარ ერთი.
მივდივარ ერთი
უზომოდ მთვრალი.
სად არის ღმერთი,
ვის მიაქვს თვალი.
რესურსები ინტერნეტში[edit]
[Category:Georgian]]