და ეს ველი ქარისგან განადგურდა სრულიად
Jump to navigation
Jump to search
და ეს ველი ქარისგან განადგურდა სრულიად ავტორი: ტერენტი გრანელი |
და ეს ველი ქარისგან განადგურდა სრულიად,
ახლა მიწა მწვანეა, ახლა გაზაფხულია.
მე ისევ ვიტანჯები და იქ დები მელიან,
დავიღალე და რა ვქნა, ღონე გამომელია.
მსურს სამყარო მეკავოს, ღმერთო! ძალა მომეცი
და ქუჩიდან ქალაქის ყრუ ხმაური მომესმის.
ისევ მოვა საღამო და წითელი აისი,
შუადღეა, ქალაქში ზარის რეკვა გაისმის.
და ეს ველი ქარისგან განადგურდა სრულიად,
ახლა მიწა მწვანეა, ახლა გაზაფხულია.